ნაგაზი — მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი „თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც იქნას მიღებული და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია.
No comments:
Post a Comment