მისთვის პირველ რიგში დამახასიათებელია „სატერიტორიო“ სამსახურის სიყვარული. ის ოდნავ ინტერესს ამჟღავნებს უცხოებისადმი, რომლებიც მისი გასაკონტროლებელი ტერიტორიის საზღვრებს მიღმა არიან, ან საერთოდ ყურადღებასაც არ აქცევს. „ამ“ უცხოების ერთადერთი ვალდებულება ის არის, რომ მათ არ უნდა გადაკვეთონ უხილავი საზღვარი – სულ ეს არის. ბევრ კინოლოგს გამოუთქვამს თავისი მოსაზრება, რომ კავკასიურის, მართლაც ბრწყინვალე მცველის სისხლში, ურევია როტვეილერის, დობერმანის, ამერიკული სტაფ. ტერიერის სისხლი, რომლებიც ასევე ბრწყინვალე მცველები არიან, თუმცა კავკასიურთან შედარებით, მხოლოდ საშუალო დონის მცველებად თუ შეგვიძლია მივიჩნიოთ. კავკასიურის განმასხვავებელი თვისება სხვა სამოსამსახურეო ჯიშებისგან არის ის, რომ თუ სხვა ძაღლები (თუნდაც იგივე კლასიფიკაციის) პირველ რიგში „იწვრთნებიან“ სპეციალურ მოედანზე, და შემდეგ გადიან გასაკონტროლებელ ტერიტორიაზე, კავკასიური ჯერ გასაკონტროლებელ ტერიტორიაზე, ბუნებრივ პირობებში „გადის“, შემდეგ საწვრთნელ მოედანზე.
სწორი წვრთნის შემთხვევაში, კავკასიურს უყალიბდება უნარი – დაიცვას არა მარტო თავისი, არამედ სხვისი, უცნობი ტერიტორიაც. ის გარემოებაც უნდა გახსოვდეთ, რომ კავკასიური უხილავად ავლებს მის ლიდერსა და მის გარშემო გასაკონტროლებელი ტერიტორიის საზღვრებს. აქ კი კიდევ ერთხელ ვლინდება კავკასიურის მაღალი ინტელექტი – ის წინააღმდეგია დატოვოს ტერიტორია დაუცველი; სწორად ხვდება როდის არის საჭირო გაქცევა (რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალების განსაზღვრა შეუძლია და ტყუილ-უბრალოდ თავს არ შეაკლავს მოწინააღმდეგე(ებ)ს). მაგრამ ეს თვისება არ მოქმედებს დასაცaვ ტერიტორიაზე. ის იქ სიკვდილამდე, ბოლო წვეთამდე იბრძოლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი დანებება ფაქტიურად წარმოუდგენელია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კავკასიური ნაგაზი მტრად არ მიიჩნევს, და შესაბამისად არც ებრძვის მასზე სუსტ ძაღლებს. მაშასადამე, კიდევ ერთი დამატებითი წესი: მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა მოძრაობდეს მისი მიმართულებით, თუნდაც პასიურად. ხოლო კავკასიურის თვისება „ტერიტორიის საზღვრებამდე დევნა“ უნდა ამოქმედდეს მაშინ, როცა მტერი ტერიტორიას ტოვებს.
კავკასიური ნაგაზი არასდროს ეცდება გადაახტეს ბარიერს. ის ყოველთვის შემოვლას ამჯობინებს.
კავკასიური ნაგაზისთვის უფრო ადვილია დუელში ჩართვა, როცა უცხო ადამიანი უხეშად, მკაფიოდ არღვევს მისი ტერიტორიის საზღვრებს. მტერმა (ამ შემთხვევაში მწვრთნელმა) უნდა დაანახოს ძაღლს შემდეგი ემოციები: ძაღლის მიმართ სიძულვილი, შიში, მისი მოკვლის სურვილი. თუ კავკასიურმა „აღმოაჩინა“ „მტრის“ სხეულზე დამცავი აღჭურვილობა – ის ჩერდება და აღარ აგრძელებს სამუშაოს! ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ (უფრო მათ მწვრთნელებს, ვიდრე მათ) ასე უჭირთ ბრძანებების შესრულება და „თავის წარმოჩენა“ სხვადასხვა შეჯიბრებზე. ასეთ შოუებში, შედეგის მომტანი იქნებოდა, თუ რომელიმე ადამიანს წარმოაჩენდნენ როგორც ძაღლის მტერს. ამის შემდეგ კი კავკასიური ყველას დაუმტკიცებს მისი სამუშაოს უმაღლეს დონეზე შესრულების სურვილსა და შესაძლებლობას. თუმცა ძალიან ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც კავკასიურ ნაგაზთან ორთაბრძოლაში ნებაყოფლობით დათანხმდება.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh8oyfB4I1i9mt9m7VhpcqxTnABLGvr9bLV248i3dhMe4C0KoUjv5TocciZo1fz4ZIeCuHjaNoDU7OdHygKmVZeAQ7iL6LT0Ud3yDkFwld-RW1yJtBsv0xRao7lbnB5HsMUwF2cjU8g07uc/s320/nagazi4.jpg)
წყარო
No comments:
Post a Comment